საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-10-09

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მიუსამძიმრა.


„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ბათუმში საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის შესახებ, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმარს გიცხადებთ პირადად თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელს საქართველოს მოსახლეობას, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური