საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-03

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, თერჯოლაში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და მის დირექტორს, ლალი ღვინეფაძეს გაესაუბრა.

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში დაცულია მათი ცხოვრებისა  და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, პირადი ნივთები. დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს ბოლო წლებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე მოხდა მუზეუმისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, განახლდა მუზეუმში არსებული  ექსპოზიცია და ლიტერატურა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური