საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-31

გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 
ირაკლი ღარიბაშვილი