საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-28

.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალი ნაგიევს შეხვდა.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ტაგი ეინულაევი, ხოლო, საქართველოს მხრიდან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური