საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-09

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. 

განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური