საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშნვას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-02

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც ოფიციალურ მილოცვაშია აღნიშნული, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.

„ნება მომეცით, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მოხარული ვარ, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები სწრაფად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ერის ინტერესშია. გარწმუნებთ, ჩემი მთავრობა მომავალშიც დარჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ერთგულ მხარდამჭერად. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების გადასაჭრელად!", - აღნიშნულია ოფიციალურ მისალოც წერილში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური