საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-12-11

ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს. 

ეს დღესასწაული არის სინათლის სიბნელეზე, სამართლიანობის უსამართლობაზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო, რომელსაც ტრადიციულად, ჩვენს ებრაელ ძმებთან ერთად, ოდითგანვე აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყანაშიც. 

ახლა პანდემიის გამო ყველას რთული დღეები გვიდგას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ საერთო გამოწვევაზეც აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთმანეთის თანადგომით. 

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ხანუქას ზეიმობს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი გახარია