საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-11-13


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ელჩის პირად წვლილს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში და მას მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა პანდემიის პირობებში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

გიორგი გახარიამ ტადაჰარუ უეჰარას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველო მას ყოველთვის სიხარულით უმასპინძლებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური