საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარიას და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა   ამოსაბეჭდი ვერსია

2020-11-10

.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური