საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსესთან ამოსაბეჭდი ვერსია

 

2020-07-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო, ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან როლზე საქართველოში დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით. 

ხაზი გაესვა დემოკრატიული განვითარების პროცესში საქართველოს მიღწევებსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას, Covid-19-ის პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების ფონზე. 

შეხვედრის დასასრულს, მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კრისტიან ურსეს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური