საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევს შემოდგომიდან ახალი სკოლა ექნება - სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა  ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-10

  ..

საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა შენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება და შემოდგომაზე მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მისაღებად ყველა საჭირო პირობა შეექმნებათ, - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო.

ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მიაწოდეს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შიდა ქართლის რეგიონში 5 ახალი სკოლის მშენებლობას და 5 სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. 

საქართველოს მასშტაბით დაწყებულია 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 100 სკოლის რეაბილიტაცია. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 220 მილიონი ლარია. 

პრემიერ-მინისტრი სოფელ მეჯვრისხევის ახალი მშენებარე სკოლის ტერიტორიაზე დღეს ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და გაესაუბრა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური