საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-10

  ..

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ამბულატორიაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო პერსონალს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს და პირადად მიიღო ინფორმაცია პანდემიის პირობებში ამბულატორიის მუშაობის თაობაზე.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის ამბულატორიებმა გამართულად იმუშაონ და მათთვის საჭირო ყველა ტექნიკით და მედიკამენტით იყვნენ უზრუნველყოფილები.

მთავრობის მეთაური ზემო ნიქოზში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური