საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - ჩვენ მზად გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის პრეზენტაციას კვირის ბოლომდე წარვადგენთ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-19

ახლა ჩვენ უკვე მზა გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა და ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც საზოგადოებისთვის და სექტორისთვის კვირის ბოლომდე წარვადგენთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა დაეხმარება და ხაზი გაუსვა, რომ მათი იდენტიფიცირება მთავრობამ ძალიან მარტივად მოახდინა. 

„პირველ რიგში ტურიზმი, რამდენიმე მიზეზის გამო იმიტომ, რომ ტურიზმი ყველაზე უფრო დაზიანდა და დაზარალდა, გარდა ამისა, ტურიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და რაც მთავარია, ტურიზმს აქვს ყველაზე დიდი გადაცემის ძალა დღეს საქართველოში. ჩამოსული ტურიზმი ამუშავებს არა მხოლოდ  სასტუმროს, ამუშავებს ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას და კიდევ ბევრი სხვა. შემდეგი იყო სოფლის მეურნეობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური