საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-09

სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

  

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური