საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - მთის კანონის შეღავათებით დამატებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 25 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-05

მთის კანონი იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები განიხილავენ მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც 58 სოფელს შეეხება.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი  საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება გახლავთ. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. ამ კანონის ძირითადი მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური