საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-02-19

  ..

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, - ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას შინაგან საქმეთა მინისტრი შეითავსებს.

„მოგეხსენებათ უსაფრთხოების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. წარმოგიდგენთ უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა - შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქცია ისევე, როგორც ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური