საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია ისრაელის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-12-20

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაფთაი ცურთან.

გიორგი გახარიამ დიპლომატს საქართველო-ისრაელის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური