საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-12-12

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.

სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ხვალ კი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური