საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-28

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან მიმართულებებს.

მათ შორის ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციის როლზე საქართველო-რუსეთს შორის შუამავლობის კუთხით და შეფასდა შვეიცარიის მიერ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთის ფედერაციაში. 

საუბარი შეეხო ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. კერძოდ, განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური