საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია -  შატილში ახალი სკოლა აშენდება  ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-17

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.

„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. 

სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.  

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,"- აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური