საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა საქართველოს ისტორიის სიმბოლო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-14

    ..

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის საქართველოს ისტორიის სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში განაცხადა.

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია, საიდანაც მან სვეტიცხოვლობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.

„თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს და ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური