საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-03

გიორგი გახარია კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს.

„მინდა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ნამდვილად ეს ის შემთხვევაა, როდესაც გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური