საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე გამოქვეყნებულ საარსებო მინიმუმზე - ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-16


ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კითხვას, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, დეტალური პასუხი "საქსტატმა" უნდა გასცეს.
"წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც "საქსტატი" ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე "საქსტატმა" უნდა გასცეს დეტალური პასუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება",- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური