საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-02

აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საკითხს მინისტრთა კაბინეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, პროექტი ძალიან ბევრ  ნაგებობას მოიცავს. მამუკა ბახტაძის თქმით,  გაკეთდება 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„საქართველოს სივრცით განვითარებაში ეს იყო კომპონენტი, რომელიც გახლავთ ყველაზე კაპიტალინტენსიური, ძვირიანი მონაკვეთი და ძალიან რთული საინჟინრო თვალსაზრისით. ჩვენ, ამ კონტრაქტის ხელმოწერის შედეგად, უკვე დავასრულეთ  ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების დაკონტრაქტება, იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა, რომელიც გულისხმობს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, სწორედ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ სიღარიბე შევამციროთ და დავძლიოთ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის". - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური