საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი გახდება. 

პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური