საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-14

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში  მოლდოველ კოლეგას, პაველ ფილიპს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა, ამ ფორმატის შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო.

პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი, ასევე სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკა და მოლდოველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.

მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მოლდოვურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაიზიაროს.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური