საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის დადგომას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის დადგომას ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს წმინდა რამაზანის დადგომას!

ეს თვე სრულიად განსაკუთრებულია თითოეული მუსლიმანისთვის. ვუსურვებ ყველა მათგანს და მათ ოჯახებს მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური