საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს. „დღეს მთელი დემოკრატიული სამყარო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

პრესის თავისუფლება დღევანდელი, განვითარებული მსოფლიოს უდიდესი მონაპოვარია და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ქვაკუთხედია.

ვულოცავ ქართველ ჟურნალისტებს დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური