საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-01

--

თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის 2019 წლის ჩემპიონი საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა რაგბისა და სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.

პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა მორაგბეებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ისინი საკუთარი წარმატებებით ქართველ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გაახარებენ.

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის ჩემპიონატზე ფინალში ესპანეთის გუნდი დაამარცხა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური