საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-15

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუქარესტში, რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. 

მემორიალი პირველი მსოფლიო ომისას დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად 1923 წელს აიგო. 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური