პრემიერ-მინისტრი JETRO-ს პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-15

  ..

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ტოკიოში გაიმართა. 

საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები იმ რეფორმებში, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად. 

ხაზი გაესვა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოკვეთას. 

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი იაპონიაში ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური