საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს  შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-19

--

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ლუიზა ვინტონს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის 2019 წლის პრიორიტეტებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს და მიჰყვება გაეროს განვითარების პროგრამის გეგმებს. ლუიზა ვინტონმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის აქტიურ ჩართულობას  გაეროსთან და UNDP-თან კომუნიკაციაში.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გაეროს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" წარმატებით განხორციელების საქმეში, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლებაზე წვდომისა და მიკრო და მცირე ბიზნესის წახალისების პროგრამის მიმართულებით.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებას. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული სფეროს აქტუალურობას და აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ მწვანე ეკონომიკის განვითარებაა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური