2018 წლის 11 იანვარის მთავრობის სხდომა

2018-01-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე წებოების, საღებავი ექსტრაქტების და დანარჩენი ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. ამ მიზნით, მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯეოჩემისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". საწარმოში 2 445 168 ლარის ინვესტიციის განხორციელდება.
მთავრობის განკარგულებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა საგურამოსა და ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებს, რომლებსაც გამორჩეული ზოგადეროვნული მემორიალური ღირებულება აქვს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური