-
26 ნოემბერი 2018
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოსსაქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
25 ნოემბერი 2018
მამუკა ბახტაძე - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდოსმაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, სოფელ ხიჭაურში, განაცხადა, სადაც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა.
-
25 ნოემბერი 2018
მამუკა ბახტაძემ ბათუმში საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
-
25 ნოემბერი 2018
მამუკა ბახტაძემ ბათუმის რესტავრირებული თეატრი დაათვალიერაბათუმის თეატრი იძენს ახალ სიცოცხლეს, მინდა ყველა ბათუმელს და მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, რესტავრირებული ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
25 ნოემბერი 2018
მამუკა ბახტაძემ ბათუმში სასტუმრო „Courtyard by Marriott“-ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, სასტუმრო „Courtyard by Marriott"-ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
-
24 ნოემბერი 2018
პრემიერ-მინისტრი თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, ტექნოპარკის სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე ახალგაზრდა ინოვატორებსა და სტარტაპერებს გაესაუბრა.
-
24 ნოემბერი 2018
პრემიერ-მინისტრმა თელავში ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში დღეს ახლად რეაბილიტირებულ მე-9 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით სრულად გარემონტდა.
-
24 ნოემბერი 2018
მამუკა ბახტაძემ თელავში რაგბის სტადიონი დაათვალიერა და ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდაკახეთი და თელავი ყოველთვის ეხმარებოდა ქართულ სპორტს, ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღუზრდია საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ, ეს ბაზა მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ მეტი პოპულარიზაცია მოხდეს რაგბის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თელავში რაგბის სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
-
24 ნოემბერი 2018
პრემიერმა ლილოში ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ქარხნის მშენებლობა დაათვალიერასაქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის წარმოება დაიწყება, - 50 მილიონი ლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტი, რომლის მიმდინარეობას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო, ლილოში იტონგის (Ytong) ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობას გულისხმობს.
-
23 ნოემბერი 2018
პრემიერ-მინისტრი ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდასაქართველოს მთავრობა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს.