საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერმა ამერიკელ ხალხს ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-12-06

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა. 

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. 

"მსურს, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო პრეზიდენტ ბუშის ოჯახს, ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ქართველი ხალხის ხსოვნაში პრეზიდენტი ბუში ყოველთვის დარჩება, როგორც შორსმჭვრეტელი ლიდერი და მებრძოლი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური