მამუკა ბახტაძე - არჩევანი გავაკეთე საქართველოს მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-28

..

დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. 

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მიმართა, მაქსიმალურად იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გამოხატონ თავიანთი პოზიცია. 

"დავაფიქსიროთ პოზიცია, რომელიც საქართველოს განვითარების, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის ინტერესებშია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური