საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, ტექნოპარკის სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე ახალგაზრდა ინოვატორებსა და სტარტაპერებს გაესაუბრა. 

მამუკა ბახტაძემ ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. 

თელავის ტექნოპარკი  აღჭურვილი იქნება ყველა იმ მომსახურებითა და სერვისით, რომელსაც მომხმარებელს თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკები სთავაზობს. თელავის ტექნოპარკის ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დანადგარები ახალგაზრდებს საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური