საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერმა ლილოში ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ქარხნის მშენებლობა დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-24

.  ..

საქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის წარმოება დაიწყება, - 50 მილიონი ლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტი, რომლის მიმდინარეობას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო, ლილოში იტონგის (Ytong) ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობას გულისხმობს. 

ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, საწარმოში თანამედროვე ტექნიკა-დანადგარები დამონტაჟდება, რაც ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის წარმოებას მოემსახურება. 

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, Ytong-ის ბლოკი, დაბალი თბოგამტარობის საშუალებით, მომხმარებელს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის საჭირო ენერგიაზე გაწეული ხარჯის 20-30%-ს დაუზოგავს. საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანა წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოებას გეგმავს, რომლის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, ნაწილი კი ექსპორტზე გავა. 

პროექტი "საპარტნიორო ფონდის", კომპანია Ytong Capital-ისა და გერმანული კომპანია Xella-ს თანამშრომლობით ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური