პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-01

ქალბატონებო და ბატონებო,

მოგესალმებით ყველას! მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, ჩვენს კოლეგებს, სტუმრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს და ერთგულ მეგობრებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. თქვენი მტკიცე და თანამიმდევრული პოზიცია ჩვენი ქვეყნის მიმართ, გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისა და  სახელმწიფო  აღმშენებლობის გზაზე. 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნიკალური რეგიონალური ფორუმია, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში თავს უყრის მაღალი რანგის სტუმრებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ  კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რაც უფრო საინტერესოს და მრავალმხრივს ხდის ამ ფორუმს.

დღევანდელ კონფერენციაზე განსახილველი საკითხები, ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია, რადგან ეხმიანება ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ევროატლანტიკური უსაფრთხოების, თავდაცვისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები იქნება განხილვების მთავარი საგანი, ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, სამომავლო პროგნოზებსაც გავაკეთებთ და გამოწვევების დაძლევის გზებსაც დავსახავთ.

გარდა ამისა, ასეთი ფორუმები უშუალოდ ჩვენთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს ქვეყანაში თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს ნატოსთან და ევროკავშირთან. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ დღეს მიღწეული სტანდარტები, თავდაცვის ხარჯებისთვის გამოყოფილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი და ასევე 20 პროცენტამდე გაზრდილი დანახარჯები ძირითად თავდაცვით შეიარაღებაზე, სრულად თავსებადია ნატოს მოთხოვნებთან. ამავე დროს გვაქვს ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ურთიერთთავსებადობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისკენ, ისევე როგორც ნატოს და პარტნიორი ქვეყნების მზადყოფნისა და მდგრადობის დონის ამაღლებისკენ და ზოგადად, ნატოს გაძლიერებისკენ. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და ზოგადად, ჩვენი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის.

აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიო უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ჩვენი სამხედროების სამაგალითო სამსახურს, რამაც სახელი გაუთქვა ქართველ მეომრებს, როგორც უშიშარ და თავდადებულ ჯარისკაცებს. მსოფლიოში მშვიდობისათვის ბრძოლას, სამწუხაროდ, ქართველი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლეც ემსხვერპლა. პატივი მინდა მივაგო მათ ხსოვნას. ასევე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო საერთაშორისო მისიებში დაშავებულ ჩვენს სამხედროებს. 

დღეს, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ნატოს ჯარისკაცებთან ერთად 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ებრძვის ყველაზე დიდ გამოწვევას - საერთაშორისო ტერორიზმს, ხოლო ევროკავშირის ეგიდით ჩვენი სამხედროები იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე განხილული იქნება როგორც გლობალური, ისე საქართველოს უსაფრთხოების გარშემო არსებული ვითარება და ტენდენციები, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის კონტექსტში.  რა თქმა უნდა, უნდა ვიმსჯელოთ რეგიონალური უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რაც, პირველ რიგში,  გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას, ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას, ასევე ჰიბრიდული ზემოქმედების მექანიზმებსა და სხვა რისკებს.

მე მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შევეხო საქართველოს ოკუპაციის თემას, როგორც უმწვავეს გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლისთავზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  პირდაპირ  ვიტყვი, არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია,კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები.

რუსეთი დღემდე არ ასრულებს2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას,ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა, ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო - ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება.საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიზანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ახალი ეკოსისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება და ურთიერთობების აღდგენა. 

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება.

სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს„ტოტალური თავდაცვის" პრინციპი. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ პრინციპზე და შევაჯეროთ პოზიციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კონფერენციის მხარდაჭერისთვის   მადლობა გადავუხადო აშშ-ის კვლევით ინსტიტუტს - „ჯეიმსტაუნის ფონდს"; ,,პენ ბაიდენის" დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრს; მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას; თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტს. 

ბოლო წლებში ის პროგრესი რაც გვაქვს ჩვენ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, არის მართლაც უნიკალური და მე მსურს, ჩვენს მეგობრებს დიდი მადლობა გადავუხადო ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის. აქვე ცალკე მინდა აღვნიშნო იმ ძალიან დიდი წარმატების შესახებ, რაც ჩვენ ბოლო წლებში გვაქვს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ ბატონი ჯონ ბოლტონის ვიზიტს და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ვიზიტი და ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ახალ დონეზე გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები და ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში მთავარი იქნება სწორედ უსაფრთხოება და თავდაცვა.

დაბოლოს, მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მივიღე წერილი, რომელშიც გენერალი მატისი მადლობას გვიხდის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების გამო.  წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მე მინდა ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის და  იმ ძალიან ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა ამ უწყებაში. ეს წერილი ჩვენთვის ამ სფეროში მიღწეული წარმატებების კიდევ ერთი დასტურია. შესაბამისად, მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამ წერილშია: „საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატოს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი."
გისურვებთ წარმატებულ მუშაობას. დიდი მადლობა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე

ქალბატონებო და ბატონებო,
მოგესალმებით ყველას! მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, ჩვენს კოლეგებს, სტუმრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს და ერთგულ მეგობრებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. თქვენი მტკიცე და თანამიმდევრული პოზიცია ჩვენი ქვეყნის მიმართ, გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისა და  სახელმწიფო  აღმშენებლობის გზაზე. 
მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნიკალური რეგიონალური ფორუმია, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში თავს უყრის მაღალი რანგის სტუმრებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ  კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რაც უფრო საინტერესოს და მრავალმხრივს ხდის ამ ფორუმს.

დღევანდელ კონფერენციაზე განსახილველი საკითხები, ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია, რადგან ეხმიანება ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ევროატლანტიკური უსაფრთხოების, თავდაცვისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები იქნება განხილვების მთავარი საგანი, ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, სამომავლო პროგნოზებსაც გავაკეთებთ და გამოწვევების დაძლევის გზებსაც დავსახავთ.

გარდა ამისა, ასეთი ფორუმები უშუალოდ ჩვენთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს ქვეყანაში თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს ნატოსთან და ევროკავშირთან. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ დღეს მიღწეული სტანდარტები, თავდაცვის ხარჯებისთვის გამოყოფილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი და ასევე 20 პროცენტამდე გაზრდილი დანახარჯები ძირითად თავდაცვით შეიარაღებაზე, სრულად თავსებადია ნატოს მოთხოვნებთან. ამავე დროს გვაქვს ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ურთიერთთავსებადობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისკენ, ისევე როგორც ნატოს და პარტნიორი ქვეყნების მზადყოფნისა და მდგრადობის დონის ამაღლებისკენ და ზოგადად, ნატოს გაძლიერებისკენ. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და ზოგადად, ჩვენი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის.

აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიო უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ჩვენი სამხედროების სამაგალითო სამსახურს, რამაც სახელი გაუთქვა ქართველ მეომრებს, როგორც უშიშარ და თავდადებულ ჯარისკაცებს. მსოფლიოში მშვიდობისათვის ბრძოლას, სამწუხაროდ, ქართველი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლეც ემსხვერპლა. პატივი მინდა მივაგო მათ ხსოვნას. ასევე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო საერთაშორისო მისიებში დაშავებულ ჩვენს სამხედროებს. 

დღეს, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ნატოს ჯარისკაცებთან ერთად 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ებრძვის ყველაზე დიდ გამოწვევას - საერთაშორისო ტერორიზმს, ხოლო ევროკავშირის ეგიდით ჩვენი სამხედროები იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე განხილული იქნება როგორც გლობალური, ისე საქართველოს უსაფრთხოების გარშემო არსებული ვითარება და ტენდენციები, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის კონტექსტში.  რა თქმა უნდა, უნდა ვიმსჯელოთ რეგიონალური უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რაც, პირველ რიგში,  გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას, ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას, ასევე ჰიბრიდული ზემოქმედების მექანიზმებსა და სხვა რისკებს.

მე მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შევეხო საქართველოს ოკუპაციის თემას, როგორც უმწვავეს გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლისთავზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  პირდაპირ  ვიტყვი, არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია,კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები.
რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას,ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა, ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო - ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება.საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიზანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ახალი ეკოსისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება და ურთიერთობების აღდგენა. 

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება.

სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს „ტოტალური თავდაცვის" პრინციპი. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ პრინციპზე და შევაჯეროთ პოზიციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კონფერენციის მხარდაჭერისთვის   მადლობა გადავუხადო აშშ-ის კვლევით ინსტიტუტს - „ჯეიმსტაუნის ფონდს"; ,,პენ ბაიდენის" დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრს; მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას; თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტს. 

ბოლო წლებში ის პროგრესი რაც გვაქვს ჩვენ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, არის მართლაც უნიკალური და მე მსურს, ჩვენს მეგობრებს დიდი მადლობა გადავუხადო ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის. აქვე ცალკე მინდა აღვნიშნო იმ ძალიან დიდი წარმატების შესახებ, რაც ჩვენ ბოლო წლებში გვაქვს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ ბატონი ჯონ ბოლტონის ვიზიტს და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ვიზიტი და ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ახალ დონეზე გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები და ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში მთავარი იქნება სწორედ უსაფრთხოება და თავდაცვა.

დაბოლოს, მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მივიღე წერილი, რომელშიც გენერალი მატისი მადლობას გვიხდის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების გამო.  წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მე მინდა ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის და  იმ ძალიან ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა ამ უწყებაში. ეს წერილი ჩვენთვის ამ სფეროში მიღწეული წარმატებების კიდევ ერთი დასტურია. შესაბამისად, მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამ წერილშია: „საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატოს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი."

გისურვებთ წარმატებულ მუშაობას.

დიდი მადლობა.