საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ხმა მივეცი ჩვენს ევროპულ არჩევანს - განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის წინ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-28

მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს - განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის წინ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე უბანზე გააკეთა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. 

"დღეს ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური