საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე და პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობაზე.მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა საარჩევნო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნების ღია, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნების პერიოდში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ახალი ინიციატივები გააცნო.  

NDI-სთან გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი ესწრებოდა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური