საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-05

  2

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპი მასპინძლობს. მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს. 

მამუკა ბახტაძე და პაველ ფილიპის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის დასრულებისთანავე პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური