საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოში  საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-03

საქართველოში  საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამის დოკუმენტს ხელი 20 დეკემბერს ქალაქ პარიზში მოეწერება.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველო ფაქტობრივად ევროპაში იქნება მეორე ქვეყანა, ვინც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს და ზოგადად, წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას. ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, მინდა შეგახსენოთ, რომელიც კი არსებობს ზოგადად, არბიტრაჟის მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა  ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური