საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ ძალიან მაღალი დონის დინამიკას ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-03

ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მაღალი დონის დინამიკა გვაქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელიც ბრიუსელში იმართება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ვიზიტით მყოფი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ინტენსიური პრაქტიკული თანამშრომლობა. ეს შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში გვაქვს ძალიან მაღალი დონის დინამიკა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური