საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს მეცხრე სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-01

---

კომერციული პალატების შექმნისა და გადახდისუუნარობის რეფორმაზე იმსჯელეს ინვესტორთა საბჭოს მეცხრე სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ხაზი გაესვა სასამართლო რეფორმის, კერძოდ, კომერციული პალატების საქმიანობის მნიშვნელობას, რაც კომერციული დავების გადაწყვეტის პროცესის მოქნილობისა და ეფექტურობის გაზრდას შეუწყობს ხელს. კანონპროექტის საზოგადოებრივი განხილვის ნაწილში ინვესტორთა საბჭო აქტიურად ჩაერთვება.

საბჭოს სხდომაზე ასევე ყურადღება დაეთმო გადახდისუუნარობის რეფორმასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, რომელიც დასასრულს უახლოვდება და აღინიშნა, რომ საბოლოო დოკუმენტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
ინვესტორთა საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების საკითხი.
გარდა ამისა, იმსჯელეს ორგანულ კანონზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე კანონპროექტით გათვალისწინებულ აკრძალვაზე გამონაკლისების დაშვების კრიტერიუმები პოტენციური ინვესტორებისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური