საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

ოქტომბერში საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა იგეგმება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-24

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვს შეხვდა.

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტრანსპორტის მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და შავი ზღვით სატვირთო გადაზიდვების გაზრდის პოტენციალზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რაც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. პრემიერმა ბულგარეთს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბულგარელი კოლეგა თბილისში მიიწვია.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ბულგარელი მონიტორების ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური