საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-11

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებასა და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.

მამუკა ბახტაძემ ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა მის წვლილს საქართველოს რეგიონული როლისა და ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მიმდინარე მაღალი დონის დიალოგს, რომლის ფარგლებში ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განხილვის შესაძლებლობაც არსებობს.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის მნიშვნელოვანი დასაყრდენია და ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დიდ პოტენციალს.

დეიმონ ვილსონმა მამუკა ბახტაძე 24 სექტემბერს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება და მასში აშშ-ის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური