მამუკა ბახტაძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-07

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს შეეხო. ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, ამ მხრივ რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდეს.

აღინიშნა, რომ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით და ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

მხარეებმა ყურადღება მიაპყრეს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას, ევროპასთან მეტად დაახლოების პერსპექტივასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა ფორმატში.

სერგეი სტანიშევმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს ხედავს, როგორც ევროკავშირის პერსპექტიულ წევრს და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური