საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძემ გენუაში, ხიდის ჩამონგრევისას დაღუპულთა გამო იტალიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-17

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გენუაში, ხიდის ჩამონგრევისას დაღუპულთა გამო იტალიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

„იტალიაში, გენუაში მოხდა დიდი ტრაგედია. ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, მინდა იტალიელ ხალხს, იტალიის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო ეს უდიდესი დანაკარგი და გამძლეობა ვუსურვო ამ უმძიმეს წუთებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გენუაში 15 აგვისტოს საავტომობილო ხიდის ჩამონგრევას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური