პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-07

--

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დაუმას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ასევე დადებითად შეფასდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯები.

აღინიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, რასაც მთავრობა მიესალმება.

საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური